„ნაპოლის“ წარუმატებელი გამოსვლების ფონზე, იტალიის მოქმედი ჩემპიონი შეიძლება კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვოს.
როგორც გამოცემა Calciomercato იტყობინება, ნეაპოლელთა კაპიტანს, ჯოვანი დი ლორენცოს „მილანმა“ დაადგა თვალი. ამ კონტექსტში განსაკუთრებულ ინტერესს იძენს მცველის აგენტის, მარიო ჯუფრედის სიტყვები. მან თქვა: „შევაჯამებთ შედეგებს და დასკვნებს ივნისში გამოვიტანთ“. ამით მან, სავარაუდოდ, ზაფხულში გუნდიდან წასვლის შესახებ მიანიშნა.
„ნაპოლი“ არ ღელავს 30 წლის ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ დი ლორენცოს 2028 წლის ზაფხულამდე აქვს მოქმედი კონტრაქტი და ხელფასის სახით წელიწადში სამ მილიონ ევროს იღებს.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონის შემდეგ „ნაპოლის“ დატოვებს პეტრ ზელინსკი და კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს.