ზაფხულში „ჩელსის“ მანუელ ნოიერის შეძენის დიდი შანსი ექნება
ზაფხულში „ჩელსის“ მანუელ ნოიერის შეძენის დიდი შანსი ექნება

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარემ მანუელ ნოიერმა, შესაძლოა, კარიერა „ჩელსში“ გააგრძელოს, – იტყობინება გაზეთი „ბილდი“.

34 წლის მეკარის კონტრაქტი მიუნხენელებთან 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში და როგორც ცოტა ხნის დაიწერა, მხარეები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებას. ნოიერს სურს მრავალწლიანი ხელშეკრულება, რასაც კლუბი არ თანხმდება.

ამასთან დაკავშირებით, დიდია ალბათობა, რომ გერმანიის ნაკრების მეკარე დატოვებს მიუნხენს. ნოიერზე ყველაზე რეალური პრეტენდენტია „ჩელსი“, რომელსაც არ აწყობს ძირითადი მეკარის კეპა არისაბალაგას თამაში. თუმცა, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა „ჩელსი“ კეპას სარფიანად გაყიდვას. ესპანელში ლონდონელებმა 2018 წელს 80 მილიონი ევრო გადაიხადეს.

თავად „ბაიერნს“ ნოიერის შემცვლელად „ბარსელონადან“ მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შეძენა სურს.

დატოვე კომენტარი