ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ
ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს, ისინი დაშლას არ აპირებენ.

მისი თქმით, ცესკო-სთან უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბება.

„ასე პასუხობს ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობას, იმ მოსახლეობას, რომელსაც მოპარა და წაართვა არჩევნები. წყლის ჭავლები, ძალით დაშლა უკვე გავიარეთ შარშან. აქცია, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, თუ ჰგონიათ, რომ ამით დააშინებენ ხალხს და აქცია არ იქნება, უფრო მეტი ხალხი მოვა“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცესკო-ს შენობასთან სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლი გამოიყენეს.