ზაალ ანჯაფარიძე - „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევაში კომუნისტური ეპოქისთვის დამახასიათებელი შეფასებების სულისკვეთება ჩანს
ზაალ ანჯაფარიძე - „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევაში კომუნისტური ეპოქისთვის დამახასიათებელი შეფასებების სულისკვეთება ჩანს

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევაში – „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“ კომუნისტურ ეპოქისთვის დამახასიათებელი შეფასებების სულისკვეთება ჩანს.

კვლევასა და საქართველოს პირველი არხის გადაცემას „თავისუფალი ხედვა“, სადაც აღნიშნული კვლევა განიხილეს, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ძალიან ტრაგიკომიკურ ვითარებაში ვართ. თითქოს, გვიბრუნდება საბჭოურ-კომუნისტური წარსული. როგორც კომუნისტურ ეპოქაში იყო განმგირავი შეფასებები: „იმპერიალისტების აგენტი“, „ანტი-საბჭოთა ელემენტი,“ „კლასობრივ-იდეოლოგიური მტერი“, დაახლოებით იმავე სულისკვეთება ჩანს „მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) კვლევაში, რასაც გადაცემა იხილავს: მაგ. „ქართველი კრემლისტური პარტია,“ „ანტი-დასავლური ძალა“ და ა.შ. როგორც იმ დროს იყო სამარცხვინო ბოძზე იმათი გაკვრა, ვისი აზრებიც საბჭოურ მეინსტრიმში არ ჯდებოდა“, – წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თავის გვერდზე.

საუბარია კვლევაზე „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“. კვლევის ავტორია „მედიის განვითარების ფონდი“, ხოლო დამფინანსებელი – „ღია საზოგადოების ფონდი“ (ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“) . კვლევის შესახებ იხილეთ „მოამბის“ სიუჟეტი.

ამასთან, აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით დისკუსია 19 მარტს საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ გაიმართა, რომლის სტუმარი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი იყო.

დატოვე კომენტარი