სისტემური დეზინფორმაციის ანატომია

კვლევა თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა.

კითხვებს და ეჭვებს აჩენს სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევა, სადაც „მედიის განვითარების ფონდის“ ავტორები ცდილობენ დაადგინონ, რა ინფორმაციას იღებენ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. თუმცა ამის გარკვევა მითითებულ ორგანიზაციას მხოლოდ სამ არხზე დაკვირვების შედეგად სურს. ესენია რუსეთის „პირველი არხი,“ „რასია 24“ და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი. საინტერესოა, რა პრინციპით მოხვდა პირველი არხი მონიტორინგში ორ რუსულ მთავარ პროპაგანდისტულ მედია-საშუალებასთან ერთად. ასევე ჩნდება კითხვა, რატომ აკეთებენ  ავტორები საარჩევნო დებატების შეფასების დროს აქცენტს მხოლოდ იმ სამ საპრეზიდენტო კანდიდატზე, რომელთა ანტინატოური პოზიციები არაა ახალი თემა. მითუმეტეს, რომ ამავე დებატებში პროევროპული კურსის მქონე 20-მდე კანდიდატი მონაწილეობდა. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი – პირველი არხის ერთ-ერთ გადაცემაში გამოყენებული ჯორჯ სოროსის ფრაზა, სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევის ავტორებს ანტიდასავლურ ჭრილში აქვთ აღქმული.

მძიმე ბრალდებები პირველი არხის წინააღმდეგ სალომე ქოქიაშვილის რეპორტაჟში.