ყაზახეთის პარლამენტმა კასპიის ზღვის სამართლებრივ სტატუსზე კონვენციის რატიფიცირება განახორციელა
ყაზახეთის პარლამენტმა კასპიის ზღვის სამართლებრივ სტატუსზე კონვენციის რატიფიცირება განახორციელა

ყაზახეთის პარლამენტის ზედა პალატამ კასპიის ზღვის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით, კონვენციის რატიფიცირება განახორციელა.

კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ კონვენციას ხელი 2018 წლის 12 აგვისტოს რუსეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქმენეთისა და ირანის ლიდერებმა მოაწერეს.

კონვენციის მიზანია განსაზღვროს მხარეთა უფლება-მოვალეობები კასპიის ზღვის ათვისებასთან დაკავშირებით. მათ შორის წყლის, ფსკერის, ბუნებრივი რესურსებისა და საჰაერო სივრცის გამოყენების კუთხით.