ყველაზე მეტი მატჩი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე - რონალდომ ახალი რეკორდი დაამყარა #1TVSPORT
პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე თამაშების რაოდენობით რეკორდი დაამყარა.
პორტუგალიელი გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 20-ზე მეტი მატჩი ჩაატარა როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის ჩემპიონატზე. იგი ევროზე 25 შეხვედრაში მონაწილეობდა, მუნდიალის მატჩებში კი მოედანზე 20-ჯერ გავიდა.
პორტუგალიელი ვარსკვლავისთის მე-20, საიუბილეო მატჩი სამხრეთ კორეის ნაკრებთან დაპირისპირება იყო, რომელშიც მისი ნაკრები 2:1 დამარცხდა. თუმცა პორტუგალიელებმა H ჯგუფში 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის პორტუგალიელმა თავისუფალი აგენტის სტატუსი მას შემდეგ მიიღო, რაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კონტრაქტი გაუწყვიტა.
მერვედფინალში პორტუგალია G ჯგუფის მეორეადგილოსან გუნდთან, შვეიცარიის ნაკრებთან ითამაშებს.