ყველაზე მდიდარი კლუბების საუკეთესო ათეულში (TOP 10) ხუთი ინგლისური გუნდია
საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ „სოკერექს ფუთბოლ ფაინანსმა“ (Soccerex Football Finance) ყველაზე მდიდარი საფეხბურთო კლუბების საუკეთესო ასეული გამოაქვეყნა.
გუნდების ფინანსური მდგომარეობის აუდიტი რამდენიმე კრიტერიუმით ტარდება – აქტივების ფასი, მატერიალური აქტივები, ფული ანგარიშზე, მფლობელის ინვესტიცია და ვალები.
ამ მაჩვენებლებით, პირველ ადგილზე „მანჩესტერ სიტი“ აღმოჩნდა (ექსპერტების შეფასება – 4.21), მეორეზე – „პარი სენ-ჟერმენი“ (3.84), მესამეზე – „ბაიერნი“ (2.67).
საუკეთესო ათეულში ასევე შედიან –
4. ტოტენჰემი – 2.66
5. არსენალი – 2.43
6. რეალი – 2.38
7. ბარსელონა – 2.05
8. მანჩესტერ იუნაიტედი – 1.99
9. იუვენტუსი – 1.96
10. ჩელსი – 1.89
Forbes-ის ვერსიით მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედია“.