ყველაზე მდიდარი კლუბების საუკეთესო ათეულში (TOP 10) ხუთი ინგლისური გუნდია

21:15, 05.02.2019

საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ „სოკერექს ფუთბოლ ფაინანსმა“ (Soccerex Football Finance) ყველაზე მდიდარი საფეხბურთო კლუბების საუკეთესო ასეული გამოაქვეყნა.

გუნდების ფინანსური მდგომარეობის აუდიტი რამდენიმე კრიტერიუმით ტარდება – აქტივების ფასი, მატერიალური აქტივები, ფული ანგარიშზე, მფლობელის ინვესტიცია და ვალები.

ამ მაჩვენებლებით, პირველ ადგილზე „მანჩესტერ სიტი“ აღმოჩნდა (ექსპერტების შეფასება – 4.21), მეორეზე – „პარი სენ-ჟერმენი“ (3.84), მესამეზე – „ბაიერნი“ (2.67).

საუკეთესო ათეულში ასევე შედიან –

4. ტოტენჰემი – 2.66
5. არსენალი – 2.43
6. რეალი – 2.38
7. ბარსელონა – 2.05
8. მანჩესტერ იუნაიტედი – 1.99
9. იუვენტუსი – 1.96
10. ჩელსი – 1.89

Forbes-ის ვერსიით მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედია“.

მსგავსი