ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბების რეიტინგში ამერიკული ფეხბურთის გუნდები ჭარბობენ #1TVSPORT/
ამერიკულმა ფინანსურმა გამოცემა Forbes-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სპორტული გუნდების რეიტინგი.
პირველ 50 პოზიციაზე განთავსებული კლუბების 60 პროცენტი ამერიკული ფეხბურთის პროფესიულ ლიგას (NFL) წარმოადგენს. რეიტინგში შვიდი გუნდი მოხვდა ევროპული ფეხბურთიდან. ასევე სიაში ვხედავთ გუნდებს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციიდან (NBA), ფორმულა 1-დან და ბეისბოლის პროფესიული ლიგიდან (MLB).
საინტერესოა, რომ ბოლო ხუთ წელიწადში ყველაზე მეტად შეიცვალა საფეხბურთო კლუბების ღირებულება – 114 პროცენტით. ამ ასპექტში ლიდერობს „პარი სენ-ჟერმენი“ (334%).
ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბების TOP15:
- დალას კოვბოიზი (NFL) – 9 მილიარდი დოლარი
- ნიუ იორკ იანკიზი (MLB) – 7,1 მლრდ
3-4. გოლდენ სტეიტ უორიორზი (NBA) – 7 მლრდ
3-4. ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი (NFL) – 7 მლრდ
- ლოს ანჯელეს რემსი (NFL) – 6,9 მლრდ
- ნიუ იორკ ჯაიენტსი (NFL) – 6,8 მლრდ
- ჩიკაგო ბეარზი (NFL) – 6,3 მლრდ
- ლას ვეგას რეიდერსი (NFL) – 6,2 მლრდ
9-10. ნიუ იორკ ნიქსი (NBA) – 6,1 მლრდ
9-10. ნიუ იორკ ჯეტსი (NFL) – 6,1 მლრდ
- რეალი (ლა ლიგა) – 6,07 მლრდ
- ვაშინგტონ კომანდერსი (NFL) – 6,05 მლრდ
- მანჩესტერ იუნაიტედი (პრემიერლიგა) – 6 მლრდ
- სან ფრანცისკო 49 (NFL) – 6 მლრდ
- ლოს ანჯელეს ლეიკერსი (NBA) – 5,9 მლრდ
„ბარსელონა“ მე-18 ადგილზეა (5,508 მლრდ), „ლივერპული“ – მე-20 (5,288 მლრდ), „მანჩესტერ სიტი“ – 23-ე (4,99 მლრდ), „ბაიერნი“ – 24-ე (4,86 მლრდ), „პარი სენ-ჟერმენი“ – 36-ე (4,21 მლრდ).