ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრების ღირებულება მილიარდს აჭარბებს
პორტალ „ტრანსფერმარკტ“-ის (Transfermarkt) მონაცემებით შეადგინეს აპლუების მიხედვით ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები.
მეკარე – იან ობლაკი (ატლეტიკო, 72 მლნ ფუნტი);
მცველები – დავიდ ალაბა (ბაიერნი, 58,5 მლნ), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული, 72 მლნ), მატეის დე ლიგტი (იუვენტუსი, 60,75 მლნ), ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული, 89,1 მლნ);
ნახევარმცველები – ნ’გოლო კანტე (ჩელსი, 72 მლპ), პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნ, 72 მლნ), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, 108 მლნ);
ფორვარდები – რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი, 115.2 მლნ), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, 108 მლნ), კილიან მბაპე (პსჟ, 162).
ამ მოთამაშეთა საერთო ღირებულება 989.55 მილიონ ფუნტს უდრის, შესაბამისად, მილიარდ ევროს აჭარბებს.