„ტრანსფერმარკტმა“ კვარაცხელიას ღირებულება ორჯერ გაზარდა, კვირკველიას ფასი კი 1,5 მილიონით შემცირდა
„ტრანსფერმარკტმა“ კვარაცხელიას ღირებულება ორჯერ გაზარდა, კვირკველიას ფასი კი 1,5 მილიონით შემცირდა

„ტრანსფერმარკტმა“ ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი თითქმის ორჯერ გაიზარდა. სამენეჯერო სააგენტომ რუსეთის დასრულებული სეზონის შემდეგ ამ ქვეყნის პრმიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელთა ფასები გადააფასა და ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესი დაუფასა.

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ შემტევის ფასი 2,3 მილიონი ევრო იყო, ახლა კი მის გრაფაში თითქმის ორჯერ მეტი წერია – 4,5 მილიონი ევრო და ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელთა ათეულში მესამე ადგილზე დაწინაურდა.

ასევე გაზრდილია მისი თანაგუნდელის, საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ახალგაზრდა მოთამაშის, ზუკა დავითაშვილის ფასი 2,3 მილიონიდან ისევ 2,5-მილიონამდე გაიზარდა.

წინსვლა აქვს ჯიმი ტაბიძესაც – საქართველოს ნაკრებისა და „უფას“ ცენტრალური მცველის ფასი 2 მილიონიდან 2,5 მილიონამდე გაზარდეს.

სამწუხაროდ, მოსკოვის „ლოკომოტივში“ უთამაშებლობის შედეგად, სეზონის ბოლოს ინტერნეტ-სააგენტომ საბა კვირკველიას -შეფასება 6,5 მილიონიდან 5 მილიონამდე შეამცირა.

ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა ტოპ-10

1. გიორგი ჩაკვეტაძე, გენტი 6,70

2 საბა კვირკველია, ლოკომოტივი 5,0

3 ხვიჩა კვარაცხელია, ყაზანის რუბინი 4,50

4 დავით ხოჭოლავა, დონეცკის შახტარი 3,20

5 ზურაბ დავითაშვილი, ყაზანის რუბინი 2,50

6 ჯიმი ტაბიძე, უფა 2,50

7 ოთარ კიტეიშვილი გრაცის შტურმი 2,00

8 გიორგი ქვილითაია, გენტი 2,00

9 გია გრიგალავა, ტულას არსენალი 1,80

10 ვალერიან გვილია, ვარშავას ლეგია 1,60

დატოვე კომენტარი