კვირკველია „ტრანსფერმარკტის“ ხუთეულში – სიაში ორი ქართველი და ერთი რუსია
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველი საბა კვირკველია, ცნობილი გერმანული სამენეჯერო ინტერნეტ სააგენტო „ტრანსფერმარკტის“ შეფასებებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ყველაზე ძვირადღირებულ მცველთა ხუთეულშია.
ყველაზე ძვირად ღირებული რუსეთის ნაკრების მცველი მარიო ფერნანდესი და უკრაინის ნაკრების და „მაჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი ოლეკსანდრ ზინჩენკო არიან – 24-24 მლნ ევრო.
28 წლის ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს ინტერნეტ სააგენტო 6,5 მილიონ ევროდ აფასებს. სიაში რუსეთის ნაკრების ვიცე-კაპიტანი და „სპარტაკის“ კაპიტანი 26 წლის გიორგი ჯიქია. მისი ტრანსფერის შეფასება 8 მილიონი ევროა.
საინტერესოა, რომ სიაში სამი უკრაინელი და მხოლოდ ერთი რუსი მოთამაშე მოხვდა, ორი კი ქართველია. საქმე ისაა, რომ ფერნანდესი ბრაზილიელია.
პოსტსაბჭოეთის ყველაზე ძვირადღირებული მცველები:
1 . ოლეკსანდრ ზინჩენკო (მაჩესტერ სიტი, უკრაინა), მარიო ფერნანდესი (ცსკა, რუსეთი) – 24-24 მილიონი ევრო.
2. ვიტალი მიკოლენკო (კიევის დინამო, უკრაინა) – 9 მილიონი ევრო.
3. გიორგი ჯიქია (სპარტაკი, რუსეთი), იაროსლავ რაკიცკი (ზენიტი, უკრაინა) – 8 მილიონი ევრო.
4. საბა კვერკველია (მოსკოვის ლოკომოტივი, საქართველო) – 6.5 მილიონი ევრო.
5. ვიაჩესლავ კარავაევი (ზენიტი, რუსეთი) – 5,5 მილიონი ევრო