ყველაზე დიდი ოლიმპიური ტყუილი - უნგრელმა ფრისტაილერმა ჰაფპაიპში ილეთი ვერ შეასრულა
ყველაზე დიდი ოლიმპიური ტყუილი - უნგრელმა ფრისტაილერმა ჰაფპაიპში ილეთი ვერ შეასრულა

ამერიკელმა ელიზაბეტ სუეინიმ, რომელიც პიონჩანგში ფრისტაილის დისციპლინა ჰაფპაიპში ასპარეზობდა, ოლიმპიადის შესარჩევი სტარტების სამართლიანობა ეჭვქვეშ დააყენა.

ჰაფპაიპში მთავარია ილეთების შესრულება, მაგრამ 33 წლის სუეინიმ​ სალტოების კეთება არ იცის. ის მხოლოდ სამჯერ მსუბუქად ახტა და ფინიშამდე მშვიდად მივიდა. როგორც მოსალოდნელი იყო, სუეინიმ ბოლო ადგილი დაიკავა.

აღმოჩნდა, რომ სუეინი არაპროფესიონალი ფრისტაილერია. ოლიმპიადაზე იმის წყალობით მოხვდა, რომ საკვალიფიკაციო სისტემაში ხარვეზები აღმოაჩინა. იმისთვის, რომ ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვო, საჭიროა სხვადასხვა ტურნირის TOP30-ში მოხვდე, უნგრელი კი ასპარეზობისთვის არჩევდა ტურნირებს, სადაც 30 სპორტსმენზე ნაკლები გამოდიოდა. ხანდახან, როცა მეტოქეები ეცემოდნენ, სუეინი ბოლო ადგილზეც კი არ გადიოდა.

საინტერესოა, რომ პიონჩანგის ოლიმპიადაზე სუეინი თავისი ხარჯით გაემგზავრა – უნგრეთის სათხილამურო სპორტის ფედერაციის წარმომადგენლებს ის თვალით არ უნახავთ.

2016 წლამდე, ელიზაბეტი ვენესუელის სახელით გამოდიოდა.