ყველა ბილეთი გაყიდულია - საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან მხარდაჭერა გარანტირებული აქვს #1TVSPORT
ყველა ბილეთი გაყიდულია - საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან მხარდაჭერა გარანტირებული აქვს #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთა ლიგის მატჩზე სავსე ტრიბუბების მხარდაჭერა გარანტირებული აქვს, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„მატჩამდე 5 დღით ადრე შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. გელით 23 სექტემბერს სტადიონზე“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრები 4 ტურის შემდეგ მოპოვებული 10 ქულით C4 ჯგუფის ლიდერია და ბოლო ორი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი – 23 სექტემბერს ვილი სანიოლის გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 26 მაისს გასვლაზე გიბრალტარს დაუპირისპირდება.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდების შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 18 სექტემბერს დაიწყო და უჩვეულოდ მცირე დროში, დღენახევარში გაიყიდა.

უეფა-ს მოთხოვნების თანახმად სტადიონის ტრიბუნებზე გულშემატკივრებისთვის მხოლოდ დასაჯდომი ადგილებია გათვალისწინებული. შესაბამისად, მისი ტევადობა 2006 წლის რეკონსტრუქციის დროს მნიშვნელოვნად შემცირდა და ამ ეტაპზე 55 000-მდე მაყურებელს იტევს.