ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საფეხბურთო მატჩზე ბულგარეთის ეროვნული ჰიმნის შეურაცხყოფა დაგმო #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საფეხბურთო მატჩზე ბულგარეთის ეროვნული ჰიმნის შეურაცხყოფა დაგმო #1TVSPORT

ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ერთა ლიგის ტურნირის C4 ჯგუფის მატჩის დაწყებამდე სკოპიეს სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრების საქციელი – ბულგარეთის ეროვნული ჰიმნის შესრულებისას მთელი სტადიონი სტუმრების ჰიმნს უსტვენდა.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს გუშინდელ სიძულვილის ენას, რომელიც დაფიქსირდა ჩრდილოეთ მაკედონიისა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის საფეხბურთო მატჩის დროს.

სპორტული ღონისძიებები წარმოადგენს სამართლიანი მოპყრობის, ურთიერთპატივისცემისა და კონკურენციის სპორტული სულისკვეთების პრინციპების უმაღლეს გამოხატულებას. ამ მოვლენების ბოროტად გამოყენება სიძულვილისა და შეუწყნარებლობის გასავრცელებლად არის ამ ძირითადი გზავნილების საპირისპირო საქციელი.

სამომავლოდ ჩრდილოეთ მაკედონია და ბულგარეთი გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, როგორც ნატოს მოკავშირეები, მომავალი პარტნიორები ევროკავშირში და უპირველეს ყოვლისა, კარგი მეზობლები“, – ნათქვამია ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.