ყოფილი პატიმარი გიორგი გოგლიჩიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სამი დღე-ღამე „მორგში“ მიცვალებულზე ეძინა [ვიდეო]
ყოფილი პატიმარი გიორგი გოგლიჩიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სამი დღე-ღამე „მორგში“ მიცვალებულზე ეძინა [ვიდეო]

ყოფილი პატიმარი გიორგი გოგლიჩიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სამი დღე-ღამე „მორგში“ მიცვალებულზე ეძინა. ეს განცხადება გოგლიჩიძემ ქუთაისის თეატრში საზოგადოებრივი მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ შეხვედრაზე გააკეთა.

მისი თმით, 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნები რომ არა, დღეს ცოცხალი არ იქნებოდა.

„მე ვარ ყოფილი პატიმარი. დამაკავეს 2011 წელს და 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნები და ბიძინა ივანიშვილი რომ არა, ასევე თითოეული თქვენგანი რომ არ ყოფილიყო, რომლმაც უარი უთხარით იმ მოძალადე რეჟიმს, მე დღეს თქვენ წინაშე უბრალოდ ცოცხალი ვერ ვიქნებოდი.

ეს ეტლი არის იმ „ნაციონალური მოძრაობის“ სახე. ჩვენ გვახსოვს ქუჩაში ჩახოცილი არაერთი ადამიანი. დღემდე ეძებს ხალხი სამართლიანობას, თუმცა სამართლიანობა არ აღდგა, რადგან ცხრაწლიანი მმართველობის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ სიძულვილის ენით ლაპარაკობს და კიდევ ფიქრობს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს. მე ამაყი ვარ თქვენ წინაშე, რადგან მართლია, ფიზიკურად დამასახიჩრეს, მაგრამ სულიერად ვერ გამტეხეს“, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

ყოფილი პატიმარი იმედს გამოთქვამს, რომ სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ, საქართველოში სიძულვილის ენით საუბარი დასრულდება. როგორც გიორგი გოგლიჩიძემ აღნიშნა, ათასი სიბინძურისა და ჭუჭყის სროლის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი ოპონენტებს პასუხს არ სცემს, რადგან ისინი პასუხის ღირსებიც არ არიან.

„ხალხო, მე ვარ ადამიანი, რომელსაც „მორგში“ სამი დღე და ღამე მიცვალებულზე ეძინა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი ის, რის შესახებაცარისჰეროკრატია“. იყო საუბარი, თითქოს ამბები გამოგონილია, სიმართლე გითხრათ, ორი სერია ვნახე და მერე სურვილი აღარ მქონდა მისთვის მეყურებინა. იმ ორ სერიაში უფრო შემსუბუქებული იყო ფაქტები. ბევრად მეტი ხდებოდა იმ ციხეებში, რასაც ცხრა წლის მანძილზე ნერგავდა „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

მან პრობაციონერებს მიმართა, რომელთაც გოგლიჩიძის მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო ხმებად იყენებდა და ხმების სანაცვლოდ მათ თავისუფლებას ჰპირდებოდა.

„მჯერა თითოეული თქვენგანი ხელს ჩაკიდებთ თქვენს მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს და 28 ნოემბერს არას ეტყვით იმ სიძულვილის ენით მოსაუბრე ხალხს. არას ეტყვით ძალადობას. ჩვენ ბევრნი ვართ, ერთიანი ვართ და მიხარია, რომ საქართველოში დასრულდება სიძულვილის ენით საუბარი.

მჯერა, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ვადაში მოახერხებს საზოგადოების გაერთიანებას, იმისტების და ამისტების, ვიქნებით ერთი საქართველოს შვილები და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმება სიძულვილის ენით საუბარს. ეს თხოვნა მექნება. თუ არ გსურთ, თქვენს სანათესაოში ეტლით დახეიბრებული ხალხი ნახოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ, რაც მათ უნდათ სისხლისღვრა ქუჩებში, სისხლის კალოები ჰქონდათ დატრიალებული. მჯერა, 28-ში მიხვალთ და უარს ეტყვით მოძალადე პარტიას, ეს არის სექტა, რომელიც უნდა ჩამოშორდეს ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

მოძრაობამ „მე ვიცავ თავისუფლებას“ დღეს შეხვედრა სამტრედიაშიც გამართა, გუშინ კი მოქალაქეებს ბათუმში შეხვდა.

მათი ორგანიზებით პირველი შეხვედრა 7 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის თეატრის შენობასთან ჩატარდა. 11 ნოემბერს საზოგადოების წევრები მოსახლეობას თელავში შეხვდნენ.

საზოგადოებრივი მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ ქუთაისში შეხვედრას მართავს #LIVE

საზოგადოებრივი მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ ქუთაისში შეხვედრას მართავს #LIVE

Posted by პირველი არხი on შაბათი, 17 ნოემბერი, 2018