ყაზახეთის უდიდეს ქალაქში, ალმათში, მთავრობის გადაწყვეტილებით, გასართობი ადგილები ისევ დაიხურა. ამასთან, რეგულაციების თანახმად, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები და საჯარო სამსახურები დღის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე საათი იმუშავებენ.
ახალი რეგულაციის მიხედვით, სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები მხოლოდ 16:00 საათამდე იმუშავებს, რესტორნები კი 22:00 საათამდე. ამის მიზეზი ყაზახეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატებაა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ყაზახეთში „კოვიდ-19“-ის 14 809 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 77 ადამიანი.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ვირუსით დაინფიცირდა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრიც.