ყატარი 2022-ზე 32 ფინალისტიდან 29 ცნობილია #1TVSPORT
ყატარი 2022-ზე 32 ფინალისტიდან 29 ცნობილია #1TVSPORT

კონკაკაფ-ის (ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა) ზონაში დასრულდა შესარჩევი ტურნირი და გაირკვა მსოფლიოს ჩემპიონატის კიდევ ორი ფინალისტი – ყატარში მიემგზავრებიან მექსიკა და ამერიკის შეერთებული შტატები.

ასე რომ, ამ მომენტისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასულია 29 ქვეყანა:

მასპინძელი – ყატარი;

ევროპა – გერმანია, დანია, საფრანგეთი, ბელგია, ხორვატია, ესპანეთი, სერბეთი, ინგლისი, შვეიცარია, ნიდერლანდები, პოტრუგალია, პოლონეთი;

. ამერიკა – ბრაზილია, არგენტინა, ეკვადორი, ურუგვაი;

აზია – ირანი, სამხრეთ კორეა, იაპონია, საუდის არაბეთი;

კონკაკაფ – კანადა, მექსიკა, აშშ;

აფრიკა – სენეგალი, განა, ტუნისი, კამერუნი, მაროკო.

ივნისში ჩატარდება ორი საკონტინენტთაშორისო პლეი ოფი, აგრეთვე ერთი ფინალისტი გაირკვევა ევროპის ზონაში:

ავსტრალია/საამიროები – პერუ

ახ. ზელანდია – კოსტა რიკა

შოტლანდია/უკრაინა – უელსი