კონკაკაფ-ის (ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა) ზონაში დასრულდა შესარჩევი ტურნირი და გაირკვა მსოფლიოს ჩემპიონატის კიდევ ორი ფინალისტი – ყატარში მიემგზავრებიან მექსიკა და ამერიკის შეერთებული შტატები.
ასე რომ, ამ მომენტისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასულია 29 ქვეყანა:
მასპინძელი – ყატარი;
ევროპა – გერმანია, დანია, საფრანგეთი, ბელგია, ხორვატია, ესპანეთი, სერბეთი, ინგლისი, შვეიცარია, ნიდერლანდები, პოტრუგალია, პოლონეთი;
ს. ამერიკა – ბრაზილია, არგენტინა, ეკვადორი, ურუგვაი;
აზია – ირანი, სამხრეთ კორეა, იაპონია, საუდის არაბეთი;
კონკაკაფ – კანადა, მექსიკა, აშშ;
აფრიკა – სენეგალი, განა, ტუნისი, კამერუნი, მაროკო.
ივნისში ჩატარდება ორი საკონტინენტთაშორისო პლეი ოფი, აგრეთვე ერთი ფინალისტი გაირკვევა ევროპის ზონაში:
ავსტრალია/საამიროები – პერუ
ახ. ზელანდია – კოსტა რიკა
შოტლანდია/უკრაინა – უელსი