ყატარი 2022, შესარჩევი - არგენტინამ მესის გოლით ეკვადორი დაამარცხა (ვიდეო)
ყატარი 2022, შესარჩევი - არგენტინამ მესის გოლით ეკვადორი დაამარცხა (ვიდეო)

სამხრეთ ამერიკაში დაიწყო მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. პირველ ტურში გამარჯვება მოიპოვა არგენტინის ნაკრებმა, რომელმაც შინ ეკვადორი დაამარცხა – 1:0.

ერთადერთი გოლი მე-13 წუთზე პენალტით ლიონელ მესიმ გაიტანა. „ბარსელონას“ ფორვარდისთვის ეს იყო 22-ე გოლი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირებში და ის ამ მაჩვენებლით პირველ ადგილს იყოფს ურუგვაელ ლუის სუარესთან.