კატარი 2022 | მსოფლიო ჩემპიონატი ეკვადორის გამარჯვებითა და ვალენსიას რეკორდით გაიხსნა [ვიდეო] #1TVSPORT
კატარი 2022 | მსოფლიო ჩემპიონატი ეკვადორის გამარჯვებითა და ვალენსიას რეკორდით გაიხსნა [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი კატარისა და ეკვადორის მატჩით გაიხსნა. კატარმა აზიის ჩემპიონატი მოიგო, ბოლო ხუთი შეხვედრა წაუგებლად ჩაატარა, თუმცა ეკვადორთან დაპირისპირებაში ნათლად გამოჩნდა, რომ სამხრეთამერიკელებს გაცილებით უკეთესი გუნდი ჰყავთ. სწორედ ეკვადორელთა დამსახურებაა, რომ გახსნითი მატჩი მეტ-ნაკლებად სანახაობრივი გამოვიდა.

 

ეკვადორმა პირველი გოლი მესამე წუთზე გაიტანა, თუმცა მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ  გააუქმა – თამაშგარე დააფიქსირა. მე-16 წუთზე სტუმრებმა მაინც გაიტანეს – საჯარიმოში კატარის მეკარემ ენერ ვალენსია წააქცია, რომელმაც თავად დაარტყა და ანგარიში გახსნა. ეს გახლდათ მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდი – ვალენსია ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელსაც გახსნით მატჩში გოლი გაუტანია. ის 33 წლისაა.

ეკვადორმა უმთავრესად კარგი პრესინგის წყალობით მეტოქეს თამაშის გამოსწორების შანსი არ მისცა. თავად კი მეორე გაიტანა – მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი დუბლი ენერ ვალენსიამ გაიფორმა.

მეორე ტაიმში ეკვადორელებმა მშვიდი თამაშის წყალობით ორბურთიანი უპირატესობა შეინარჩუნეს და მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება იზეიმეს – 2:0.