ყატარი 2022 | მესი - გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, არგენტინა არაფერს დათმობს #1TVSPORT
ყატარი 2022 | მესი - გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, არგენტინა არაფერს დათმობს #1TVSPORT

არგენტინის ნაკრების ლიდერმა, ლიონელ მესიმ მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა და გულშემატკივრებს მიმართა:

„როგორც ყოველთვის, დიდი ტურნირის დაწყებამდე ერთსა და იმავეს ვამბობთ – მადლობა სიყვარულისთვის. ჩვენც ისევე ვღელავთ, როგორც თქვენ. მაქსიმალურ ძალისხმევას გამოვიჩენთ, რომ გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. ეჭვიც არ მეპარება, არგენტინა არავის არაფერს დაუთმობს. იმედი მაქვს, რომ ღვთის წყალობით, ყველაფერი საუკეთესოდ წარიმართება!“, – ამბობს ლიონელ მესი.

არგენტინის ნაკრები С ჯგუფში მექსიკის, პოლონეთისა და საუდის არაბეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.