ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი  პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამეგრელოს რეგიონში  18 000 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი კუპიურები გაასაღა.  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 11 ერთეული ყალბი 100-ლარიანი კუპიურა.

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის  მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით  7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.