წყარო - უეფა-ს 2018-19 წლების საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა
წყარო - უეფა-ს 2018-19 წლების საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა

„ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი უეფა-ს 2018-19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. გაჟონა ინფორმაციამ, რომ არგენტინელმა გამოკითხვაში 252 ხმა მიიღო და გაუსწრო ვირჯილ ვან დეიკს „ლივერპულიდან“ (224) და კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსიდან“ (181).

მესის უკვე ორჯერ აქვს მოგებული ეს პრიზი – 2011 და 2015 წლებში. გასულ სეზონში მან გაიმარჯვა ესპანეთის ჩემპიონატში, გახდა მისი საუკეთესო ბომბარდირი, გარდა ამისა, საუკეთესო გოლეადორი იყო ჩემპიონთა ლიგაზე და მოიპოვა „ოქროს ბუცი“.

უეფა გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს 29 აგვისტოს, მონაკოში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დროს დააჯილდოებს.