წყალტუბოს სტადიონის განახლება იწყება - პირველ ეტაპზე მოედნის საფარი გამოიცვლება #1TVSPORT
წყალტუბოს სტადიონის განახლება იწყება - პირველ ეტაპზე მოედნის საფარი გამოიცვლება #1TVSPORT

წყალტუბოს „26 მაისის“ სახელობის სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, რაც ევრო 2023-ის პროექტითაა გათვალისწინებული, რადგან წყალტუბოში ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებები ივარჯიშებენ – ინფორმაციას „სამგურალის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„27 ნოემბერიდან​წყალტუბოს მერიის დაფინანსებით, სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება. პირველ რიგში, უმაღლესი ხარისხის, ევროსტანდარტების შესაბამისი საფარი დაიგება. ეროვნული ლიგის ბოლო ტურის მატჩს „სამგურალი“ ზესტაფონში ჩაატარებს.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „სამგურალი“ ახალ საფეხბურთო სეზონს განახლებული და მოწესრიგებული სტადიონით შეხვდეს. რეაბილიტაციის ფარგლებში იგეგმება განათების დამონტაჟება და ადმინისტრაციული შენობის მოწყობა, თუმცა აღნიშნული გეგმის განხორციელებას შედარებით მეტი დრო დასჭირდება” – აღნიშნა წყალტუბოს „სამგურალის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თედო ფესტვენიძემ.