წყალტუბოს „სამგურალმა“ ამხანაგური შეხვედრებში ხობის „კოლხეთი“ და ბათუმის „დინამოს“ დაამარცხა #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალმა“ ამხანაგური შეხვედრებში ხობის „კოლხეთი“ და ბათუმის „დინამოს“ დაამარცხა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ სანაკრებო პაუზის დროს ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა და ორივეში გაიმარჯვა.

7 სექტემბერს, გიორგი ჭელიძის გაწვრთნილი გუნდი ხობის „კოლხეთს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა. წყალტუბოს გუნდიდან გოლები ბულიმ, ტაიკი კაგაიამამ, იკპე-გილენ გნამემ, თედო კიკაბიძემ და ლეანდრო ლიმამ გაიტანეს.

მეორე ამხანაგური მატჩი წყალტუბოელებმა ბათუმის „დინამოსთან“ ჩაატარეს და ანდრეი დემჩენკოს შეგირდები 2:1 დაამარცხეს. წყალტუბოელებმა ანგარიში გნამეს აქტიურობის შედეგად გახსნეს – კოტდივუარელის დარტყმის შემდეგ, ბურთი საკუთარ კარში ლუკა ქაფიანიძემ ჩაჭრა.

„დინამომ“ ანგარიში მალევე გაათანაბრა – გოლი ბენჟამინ ტეიდის ანგარიშზეა. მატჩის მიწურულს შარბელ გომეზმა ბთუმელებს მეორე გოლიც გაუტანა და „სამგურალმა“ 2:1 მოიგო.

სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგაში თამაშები 25-ე ტურის მატჩებით 16 სექტემბერს განახლდება – ბათუმის „დინამო“ „კავკასიონი არენაზე“ „თელავს“ ესტუმრება, ხოლო „სამგურალი“ 17 სექტემბერს წყალტუბოში „საბურთალოს“ უმასპინძლებს.