წყალტუბოს „სამგურალმა“ ახალგაზრდული ნაკრების მცველი დაიმატა #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალმა“, რომელიც სატრანსფერო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია, ლაშა კვარაცხელია დაიმატა – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს:
„22 წლის მარჯვენა მცველი ლაშა კვარაცხელია წყალტუბოს „სამგურალში“ ითამაშებს. წარმატებებს ვუსურვებთ ლაშას ახალ გუნდთნ ერთად“.
„სამგურალის“ ახალწვეული „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია. პროფესიული კარიერა ქობულეთის „შუქურაში“ დაიწყო, საიდანაც ლატვიურ „დაუგავპილსში“ გადავიდა. გასულ სეზონში კი „სამტრედიის“ ღირსებას იცავდა. კვარაცხელიას ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამასები, ამჯერად კი ევროპის ჩემპიონატზე გასული 21-წლამდელთა ნაკრების კანდიდატია.
შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს „სამგურალი“ დატოვა გუნდის კაპიტანმა თედო კიკაბიძემ. რაც შეეხება ახალწვეულებს წყალტუბოელებმა „ტორპედოდან“ 32 წლის მარცხენა მცველი ლაშა შერგელაშვილი, ბათუმის „დინამოდან“ კი 25 წლის ფორვარდი დავითი მუჯირი დაიმატეს.