წყალტუბოს „სამგურალი“ ხუთ მოთამაშეს დაემშვიდობა #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალი“ ხუთ მოთამაშეს დაემშვიდობა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალში“ საკადრო სიახლეები გრძელდება. გუნდის ახალი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ხუთ მოთამაშესთან კონტრაქტები აღარ გახანგრძლივდა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„მაქსიმე ქვილითაიამ, ლუქმან გილმორმა, ლევან ქურდაძემ, გიორგი თევზაძემ და მიხეილ სტრელნიკმა წყალტუბოს „სამგურალი“ დატოვეს. მადლობა, ბიჭებო, გაწეული სამსახურისთვის და ჩვენს გუნდში გატარებული თითოეული წუთისთვის“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი გიორგი მიქაძემ დატოვა, რომელიც გიორგი ჭელიძემ შეცვალა, ხოლო სპორტულ დირექტორად ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი მიხეილ აშვეთია დაინიშნა, რომელიც მანამდე მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.

სეზონის დასრულების შემდეგ გუნდმა რამდენიმე ლიდერთან ხელშეკრულებები გაახანგრძლივა, ხოლო „სამგურალი“ ჯერ მხოლოდ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველებით, ნიკა და ლუკა ხორხელებით გაძლიერდა.