წყალტუბოს „სამგურალი" ანტალიაში თებერვლიდან მოემზადება #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალი" ანტალიაში თებერვლიდან მოემზადება #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა” ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადება დაიწყო, -ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

იტალიელი სპეციალისტის, როდოლფო ვანოლის ხელმძღვანელობით გუნდი ორჯერად ვარჯიშებზეა გადასული. მიმდნარეობს საკადრო ცვლილებებიც – მოთამაშეთა ნაიწლი წავიდა, ამავე დროს თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია დაიმატეს. თანაგუნდელებს ბრაზილიელი ლეგიონერები დღეს დაუბრუნდებიან.

„სამგურალი“ შეკრებას თურქეთში გამართავს. გუნდმა გამგზავრებამდე 2 ამხანაგური მატჩი დაგეგმა. წყალტუბოელები 25 იანვარს ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდებიან, პირველ თებერვალს კი მარტვილის „მერანს“ შეხვდებიან. ორივე მატჩი წყალტუბოში გაიმართება.

გუნდი ანტალიაში 3 თებერვალს გაემგზავრება და 2 კვირის განმავლობაში რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.