წყალბურთის მსოფლიო ორგანიზაცია - ბოლო წლებში საქართველოს ნაკრების პროგრესი აშკარაა #1TVSPORT
წყალბურთის მსოფლიო ორგანიზაცია - ბოლო წლებში საქართველოს ნაკრების პროგრესი აშკარაა #1TVSPORT

12 აპრილს გაიმართა წყალბურთის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა. შეჯიბრებაში პირველად მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ნაკრები. ჩვენი გუნდის მეტოქეები იქნებიან მასპინძელი უნგრეთი, მონტენეგრო და ბრაზილია.

წყალბურთის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა ვრცელი პუბლიკაცია, რომელშიც ავტორი თექვსმეტივე გუნდსა და მათ შანსებზე მსჯელობს.

აი, რა წერია საქართველოს ნაკრებზე:

„ბოლო წლებში საქართველოს ნაკრების პროგრესი აშკარაა. კარგი დებიუტი ჰქონდა 2021 წელს ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე – მოიგო ორი მატჩი და დამარცხდა საბერძნეთთან (მინიმალური სხვაობით) და მონტენეგროსთან. ამ შეჯიბრებაში ქართველებმა მეშვიდე ადგილი დაიკავეს.

2021 წლის ზაფხულში თბილისში მსოფლიო ლიგის სუპერფინალი გაიმართა. საქართველომ, რომელმაც მეხუთე ადგილი დაიკავა, იაპონიასთან დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა – 13:12 დაამარცხა.

რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ტურნირზე რუსების ნაცვლად მოხვდა. პირველ ტურში ბრაზილიას დაუპირისპირდება და ეს იქნება მატჩი, რომელშიც ქართველებს გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი ენებათ. ჯგუფში მეოთხე პოზიციისთვის თავის არიდება მსოფლიოს საუკეთესო 12 გუნდში შესვლისთვის საკმარისი იქნება. რაც შეეხება მომდევნო მეტოქეებს, უნგრეთი და მონტენეგრო ტურნირის ფავორიტებს შორის არიან“.