წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო“ სერბეთში „რადნიჩკისთან“ დამარცხდა #1TVSPORT
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე, 2021-22 წლების სეზონში მეხუთე შეხვედრა გამართა თბილისის „დინამომ“. საქართველოს ჩემპიონი სერბეთს ესტუმრა და „რადნიჩკისთან“ 7:14 დამარცხდა.
სერბულ გუნდს თბილისელებთან შეხვედრამდე სამიდან ორი მატჩი ჰქონდა წაგებული და 1 ფრედ დასრულებული. ის ჯგუფის ფავორიტებს ნამდვილად არ განეკუთვნება, თუმცა მატჩმა სხვა სურათი დაგვიხატა – „რადნიჩკიმ“ შეხვედრა თავიდან ბოლომდე სტაბილურად, მაღალ დონეზე ჩაატარა და გამარჯვებულის ბედი ეჭვქვეშ არ დაუყენებია.
უმთავრესად ჩუკისა (4 გოლი) და ლუკიჩის (3) შედეგიანი თამაშის წყალობით სერბებმა 14:7 გაიმარჯვეს.
ქართველთაგან ერთზე მეტი გოლი მხოლოდ მაგრაქველიძემ გაიტანა. მის ანგარიშზე დუბლია.
„დინამო“ მომდევნო მატჩსაც სერბული კლუბის წინააღმდეგ გამართავს. მისი მოწინააღმდეგე „ნოვი ბელგრადი“ იქნება. შეხვედრა 22 დეკემბერს თბილისში გაიმართება.
რადნიჩკი (სერბეთი) – დინამო (საქართველო) 14:7
დინამო: რაზმაძე, ტყეშელაშვილი, დადვანი, იმნაიშვილი (1), გიორგაძე, ელაჩა (1), ადეიშვილი (1), ვაპენსკი, სარიჩი (1), მესხი ძიხსიარენკა (1), მაგრაქველიძე (2), ვასიჩი, ახვლედიანი, გვეტაძე.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გუნდები ორ რვაგუნდიან ჯგუფადაა გაყოფილი. ოთხ-ოთხი საუკეთესო ბრძოლას ფინალურ რვაეულში განაგრძობს. საყურადღებოა, რომ A ჯგუფიდან გასვლისთვის კლუბებს ტოპ-სამეულში მოხვედრისთვის მოუწევთ ბრძოლა, რადგან ფინალურ ეტაპზე ერთი გუნდი უკვე კვალიფიცირებულია – ეს გახლავთ პლეიოფის მასპინძელი „ნოვი ბელგრადი“.