წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა - „დინამომ“ ჯგუფის მერვე მატჩი უნგრეთში გამართა [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისის „დინამომ“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე მეორე მატჩი ჩაატარა უნგრეთის „ფერენცვაროშთან“. შეხვედრა ბუდაპეშტში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა – 16:10.

დინამოელებმა თამაში კარგად დაიწყეს, პირველი მეოთხედი მოიგეს კიდეც – 2:1, თუმცა გაცილებით ძლიერ მეტოქესთან საბოლოოდ ვერას გახდნენ.

შეგახსენებთ, რომ „ფერენცვაროში“ შეჯიბრების ერთ-ერთი ფავორიტია, რომელმაც ლიგა 2019 წელს მოიგო, 2021-ში კი მეორე ადგილზე დაასრულა.​

უნგრული გუნდი ჯგუფში წაუგებელია და მესამე ადგილზეა (4 მოგება, 4 ფრე). თბილისის „დინამოს“ კი 8 მარცხი აქვს. ჩვენი გუნდი მომდევნო მატჩს 8 თებერვალს სერბეთში „ნოვი ბელგრადის“ წინააღმდეგ გამართავს.


ფერენცვაროში (უნგრეთი) – დინამო (საქართველო) 16:10


1:2, 7:4, 5:4, 3:0

თბილისის დინამო: რაზმაძე, ტყეშელაშვილი (1 გოლი), დადვანი (2), გიორგაძე, ბითაძე, ელაჩა (2), ადეიშვილი (2), სარიჩი (1), იმნაიშვილი (1), ძიხციარენკავასიჩი (1), მაგრაქველიძე, გვეტაძე, გვეტაძე.