წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა - „დინამო“ „ბრეშასთან“ სტუმრად დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე მე-11 მატჩი გამართა და იტალიაში, „ბრეშასთან“ 8:16 დამარცხდა.

ანგარიშში სხვაობა ორმაგია, თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ თბილისური გუნდის შანსები უიმედოდ სულაც არ გამოიყურებოდა. „დინამომ“  საწყისი ტაიმი 5:7 დათმო.

გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც იტალიელებმა 6:1 მოიგეს და მატჩის ბედიც აქ გადაწყდა.

დინამოელთაგან თავი გიორგი მესხმა გამოიჩინა, რომელმაც 3 გოლი გაიტანა. მატჩის ბომბარდირი 5 გოლით ბრეშიელი ედოარდო დი სომა გახდა.

თბილისური გუნდი მომდევნო მატჩს 9 აპრილს ესპანეთში „ბარსელონეტას“ წინააღმდეგ გამართავს.