წყალბურთი | რეზი იმნაიშვილი - გვინდოდა, ყველასთვის დაგვემტკიცებინა, რომ შეგვიძლია ნებისმიერ გუნდთან თამაში და მოგება #1TVSPORT
წყალბურთი | რეზი იმნაიშვილი - გვინდოდა, ყველასთვის დაგვემტკიცებინა, რომ შეგვიძლია ნებისმიერ გუნდთან თამაში და მოგება #1TVSPORT

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრები 15:10 დაამარცხა და 15 იანვარს მეცხრე ადგილისთვის მატჩში საფრანგეთს შეხვდება.

გერმანიასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, რეზი იმნაიშვილმა:

„რუმინეთის ნაკრებთან წაგების შემდეგ ძალიან რთული იყო ჩვენთვის მენტალურად, ფსიქოლოგიურად თამაშისთვის განწყობა. ის წაგება წარუშლელ კვალს დატოვებს ჩვენს კარიერაში, მაგრამ სპორტში ასეთები ხდება.

გვინდოდა, ყველასთვის დაგვემტკიცებინა, რომ შეგვიძლია ნებისმიერ გუნდთან თამაში და მოგება. ეს გამარჯვება იმითიც გამოირჩევა, რომ შევძელით, თავი ხელში ავიყვანეთ და სასაურველ შედეგს მივაღწიეთ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის“.