წყალბურთი | პირველად საქართველოში - FINA-მ მსოფლიო ლიგის სუპერფინალის მასპინძლობის უფლება მოგვანიჭა #1TVSPORT
წყალბურთი | პირველად საქართველოში - FINA-მ მსოფლიო ლიგის სუპერფინალის მასპინძლობის უფლება მოგვანიჭა #1TVSPORT

ოლიმპიადამდე მცირე ხნით ადრე, 26 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, თბილისი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერფინალს უმასპინძლებს.

ამასთან დაკავშირებით, სასტუმრო Mercure Tbilisi Old Town-ში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც საქართველოს მთავრობის, საწყლოსნო ფედერაციის, ოლიმპიური კომიტეტის, საქართველოს ნაკრების და საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მსოფლიო ლიგის სუპერფინალის მასპინძლობის უფლება საერთაშორისო საწყლოსნო ფედერაციამ – FINA-მ (მსოფლიო ასოციაცია) საქართველოს პირველად მიანიჭა. ჩვენი ნაკრების გარდა, ტურნირზე მსოფლიო წყალბურთის გრანდები ითამაშებენ. საქართველოს ეროვნული ნაკრები „ბ“ ჯგუფში მონტენეგროსთან, იაპონიასთან და ამერიკასთან ითამაშებს, ხოლო „ა“ ჯგუფში ერთმანეთს იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი და ყაზახეთი შეეჯიბრებიან.

მატჩები თბილისის ოლიმპიურ აუზზე გაიმართება. ჯგუფური ეტაპი 26-28 ივნისს ჩატარდება, ხოლო პლეი-ოფის შეხვედრები 29 ივნისს დაიწყება და 1 ივლისს ფინალური მატჩით დასრულდება.