საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო უნივერსიადაზე პლეი ოფში ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო უნივერსიადაზე პლეი ოფში ითამაშებს #1TVSPORT

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო უნივერსიადაზე საქართველოს წყალბურთელთა სტუდენტურმა გუნდმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ამერიკის გუნდთან გამართა. მატჩი დაძაბულად წარიმართა და საბოლოოდ საქართველოს ნაკრების მარცხით დასრულდა – 6:7. ქართველი სტუდენტები სამი მოგებით ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდნენ და პლეი ოფში ითამაშებენ, სადაც, სავარაუდოდ, გერმანიას შეხვდებიან.

საქართველოს გუნდი, რომელიც ეროვნული ნაკრების წევრებით არის დაკომპლექტებული, B ჯგუფში (საქართველო, ჩინეთი, სლოვაკეთი, აშშ, სამხრეთ კორეა, სლოვაკეთი) თამაშობდა.

უნივერსიადაზე საწყლოსნო სპორტის სახეობებიდან, საქართველოს წყალბურთელთა გუნდის გარდა, მოცურავეები და წყალში მხტომელებიც გამოდიან.