წყალბურთი | მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
უნგრეთის დედაქალაქი 18 ივნისიდან 3 ივლისამდე წყალბურთში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.
წყალბურთის ისტორიაში საქართველოს ეროვნული გუნდი მსოფლიო პირველობაზე პირველად მიიღებს მონაწილეობას.
საინტერესოა, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტურნირზე რუსეთი ჩაანაცვლა და ბუდაპეშტში ჩვენი გუნდი გაემგზავრება.
დღეს, 12 აპრილს, 20:45 საათზე მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა – 16 გუნდი ოთხ ჯგუფად გაიყო და საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა ცნობილი გახდა.
თითოეული ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე საუკეთესო ორ-ორი გუნდი გავა და ერთმანეთს მეოთხედფინალური წყვილები დაუპირისპირდებიან.
წილისყრის შედეგად მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ნაკრებები ასე გადანაწილდნენ:
„ა“ ჯგუფი – უნგრეთი, ბრაზილია, მონტენეგრო, საქართველო
„ბ“ ჯგუფი – იაპონია, საბერძნეთი, გერმანია, ხორვატია
„ც“ ჯგუფი – იტალია, კანადა, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი
„დ“ ჯგუფი – ყაზახეთი, შეერთებული შტატები, ავსტრალია, სერბეთი