უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში, რომლის გამარჯვებული უნგრეთის ნაკრები გახდა.
ფინალური მატჩი მასპინძლებსა და ესპანეთს შორის საკმაოდ დაძაბული გამოდგა.
პირველ მეოთხედში მეტი სიზუსტე შეტევებში ესპანელებმა გამოიჩინეს და 1:3 გაიმარჯვეს, თუმცა მეორე მეოთხედში უნგრეთმაც უმატა თამაშს, სამი უპასუხო ბურთი გაუტანა მეტოქეს მეორე შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავიდა – 4:3.
მატჩის დარჩენილმა დრომ თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და საბოლოოდ ძირითადი დრო ფრედ, 9-9 დასრულდა.
დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც უფრო ზუსტად უნგრეთმა შეასრულა და ევროპის ჩემპიონი მეცამეტედ გახდა.