საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გერმანიასთან მატჩით დაასრულებს

11:35, 24.01.2020

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ბოლო შეხვედრას დღეს გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში მეცხრე ადგილს დაიკავებს, რაც გუნდის არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი იქნება.

საქართველო – გერმანიის მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველობაზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო, როდესაც საფრანგეთი 9-7 დაამარცხა, შემდეგ კი ორი მატჩი წააგო საბერძნეთთან და იტალიასთან, თუმცა პლეიოფში მაინც გავიდა, სადაც რუსეთთან მინიმალური სხვაობით, 13-14 დათმო.

მსგავსი