წყალბურთი – ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო მონტენეგრომ მოიპოვა

21:33, 26.01.2020

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში მესამეადგილოსანი გამოვლინდა.

ბრინჯაოს მედლებისთვის ყოფილი იუგოსლავიის ორი წარმომადგენელი, ხორვატია და მონტენეგრო იბრძოდნენ. მატჩი საკმაოდ საიტერესო გამოდგა და საბოლოოდ მონტენეგროს გამარჯვებით დასრულდა – 10-9 (1:3, 2:4, 4:1, 3:1).

შეგახსენებთ, რომ ფინალურ მატჩში დღეს, 26 იანვარს, ერთმანეთს მასპინძელი უნგრეთი და ესპანეთი შეხვდებიან. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი