წყალბურთი | ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპი „დინამომ“ „ბარსელონეტასთან“ მატჩით დაასრულა #1TVSPORT
ბუდაპეშტში მიმდინარე წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფის მეორე ეტაპის ბოლო შეხვედრა ჩაატარა თბილისის „დინამომ“. დეიან სტანოიევიჩის გაწვრთინლმა ქართულმა კლუბმა უნგრეთში „ბაბლის“ პრინციპით გამართულ ჯგუფურ ეტაპზე ოთხივე შეხვედრა დათმო.
ბოლო მატჩი „დინამომ“ „ბარსელონეტასთან“ დათმო. თბილისურმა გუნდმა საწყის ორ პერიოდში ვერც ერთი გოლის გატანა ვერ მოახერხა, „ბარელონეტამ“ კი პირველ ტაიმში 7 ბურთიანი უპირატესობა მოიპოვა.
შეხვედრაში ანგარიში გახსნა დინამოელებმა მესამე პერიოდის შუაში მოახერხეს, თავი ახლაგზრდა წყალბურთელმა ბესარიონ ახვლედიანმა გამოიჩინა. აღნიშნულ მეოთხედში მეტოქის კარში კიდევ ორი გოლი, ბითაძემ და ადეიშვილმა გაიტანეს.
მატჩის დასკვნით პერიოდში გუნდებმა სამ-სამი გოლი გაცვალეს და საბოლოო ანგარიში 14:6 (0-3, 0-4, 3-4, 3-3) დაფიქსირდა. „დინამოელთაგან“ გოლები გაიტანეს: ახვლედიანმა, ბითაძემ, ადეიშვილმა, ვაპენსკიმ (2) ვასიჩმა.
ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ჯგუფის 4 საუკეთესო გუნდი იასპარეზებს. ჯგუფში გუნდები შემდეგნაირად არიან გადანაწილებული „ბარსელონეტა“, „ფერენცვაროში“, „ბრეშა“, „იადრანი“, „ჰანოვერი“ და „დინამო“. სწორედ „იადრანსა“ და „ჰანოვერს“ შორის დღეს გამართულ შეხვედრაში გაირკვევა მეოთხეადგილოსანის ვინაობა, რომელიც პლეი ოფის საგზურს მოიპოვებს.