წყალბურთი | ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამო“ იტალიურ „ბრეშასთან“  დამარცხდა #1TVSPORT
წყალბურთი | ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამო“ იტალიურ „ბრეშასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამო“ იტალიურ „ბრეშას“ დაუპირისპირდა. ფავორიტი აპენინური გუნდი იყო და სტატუსი ბოლომდე გაამართლა.

ბრეშელებმა პირველივე წუთებზე მოიპოვეს უპირატესობა და საწყისი მეოთხედი თავის სასარგებლოდ 4:1 დაასრულეს.

ამის შემდეგ დინამოელებმა შეტევაში თამაში გამოასწორეს, მეორე შვიდწუთეულში იტალიელებს სამი გოლიც გაუტანეს, თუმცა დაცვაში მდგომარეობა არ შეცვლილა. საბოლოოდ 14:6 „ბრეშას“ სასარგებლოდ.

ქართველთაგან თითო გოლი გაიტანეს ვასიჩმა, მესხმა, ბითაძემ და ვაპენსკიმ, დუბლი შეასრულა მარკო ელაჩამ.

უნგრული „ბაბლის“ ბოლო, მეოთხე მატჩს „დინამო“  4 მარტს ესპანური „ბარსელონეტას“ წინააღმდეგ გამართავს.