წყალბურთი | გერმანელთა მშრალი კარი უნგრეთის წყალში - „დინამომ“ „ვასპოსთან“ სამი პერიოდის განმავლობაში ვერ გაიტანა
წყალბურთი | გერმანელთა მშრალი კარი უნგრეთის წყალში - „დინამომ“ „ვასპოსთან“ სამი პერიოდის განმავლობაში ვერ გაიტანა

წაყალბურთში ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპის პირველი მატჩი „დინამო თბილისისთვის“ წარუმატებელი აღმოჩნდა. პრესტიჟული ტურნირის ჯგუფური ეტაპი ბუდაპეშტში, ეგრეთწოდებულიბაბლის“ პრინციპით იმართება და დინამოლეთა პირველი მეტოქე „ვასპო ჰანოვერი“ გახლდათ.

მატჩი დინამოელთათავის წარმოუდგენელი სცენარით წარიმართა. შეხვედრის საწყის მეოთხედში რაზმაძის კარში ორი გაშვებული გოლის მიუხედავად გულშემატკივარმა თანაბარი ბრძოლა იხილა. ჰანოვერელებმა სრული უპირატესობის მოპოვება მალევე მოახეხეს და სამი პერიოდის განმავლობაში „დინამოს“ 7 უპასუხო გოლი გაუტანეს.

დეიან სტანოიევიჩის გაწვრთნილმა წყალბურთელებმა გერმანელთა კარის აღება მხოლოდ მატჩის მიწურულს მოახერხეს. სამი გოლი იმნაიშვილის, ახვლედიანის და ვასიჩის ანგარიშზეა.

საბოლოო შედეგი „ვასპო ჰანოვერის“ სასარგებლოდ 10:3 (2:0, 2:0, 3:0, 3:3) დაფიქსირდა.

B ჯგუფში დღეს დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის ფავორიტმა „ფერენცვაროშმა“ „ბარსელონეტას“ დაძაბულ ბრძოლაში 11:10 მოუგო. სწორედ მასპინძელი „ფერენცვაროში“ იქნება თბილისის „დინამოს“ ხვალინდელი მეტოქე.

მატჩი 3 მარტს თბილისის დროით 19:30 გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.