წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს თბილისში გამართავს #1TVSPORT
წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს თბილისში გამართავს #1TVSPORT

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეხუთედ მოსახვედრად თბილისში იბრძოლებს. 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს სპორტკომპლექსი „ოლიმპიკი“ 18, 19 და 20 თებერვალს უმასპინძლებს.

„ბ“ ჯგუფში ერთმანეთს საქართველო, პოლონეთი, ბელორუსი და სლოვაკეთი დაუპირისპირდებიან. ევროპის ჩემპიონატის საგზურს კი ჯგუფის ორი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.

მატჩების განრიგი

18 თებერვალი

17:30 პოლონეთი -სლოვაკეთი

19:30 საქართველო- ბელორუსი

19 თებერვალი

17:00 ბელორუსი-სლოვაკეთი

19:00 საქართველო-პოლონეთი

20 თებერვალი

10:00 პოლონეთი-ბელორუსი

12:00 საქართველო-სლოვაკეთი

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას გულშემატკივარი ტელესკოლაზე იხილავს.

სპორტკომპლექს ოლიმპიკში მატჩებზე დასწრება თავისუფალი იქნება. შეგახსენებთ რომ საქართველოს ნაკრებმა გასულ ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ბუდაპეშტში გაიმართა, ისტორიული შედეგი დააფიქსირდა და კონტინენტის ათ საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.

2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 27-აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ხორვატიაში გაიმართება.