წურწუმიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ქაჯაია მესამე ადგილისთვის იჭიდავებს #1TVSPORT
ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა სომეხი მეტოქე შეხვედრის პირველ ნახევარში ანგარიშით 9:0 დაამარცხა.
დღეს, ცოტა ხნით ადრე ქართველი მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია ფინალში გასასვლელად რუსეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ გედეხაურს შეხვდა და სამწუხაროდ, დამარცხდა. ქაჯაია ბრინჯაოს მედლისთვის ხვალ ფინალურ ბლოკში იჭიდავებს.მესამე ადგილის შანსს ინარჩუნებენ ირაკლი ძიმისტარიშვილი (60კგ) და გიორგი მელია (97კგ), რომლებიც მეოთხედფინალში დამარცხდნენ, მაგრამ ბრინჯაოს მედლის მოპოვებას რეპეშაჟიდან შეეცდებიან.