ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) პრეზიდენტმა სტივ საიმონმა აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ფინალში კარლოს რამოსის მსაჯობა გააკრიტიკა. ტურნირის დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს ამერიკელი სერენა უილიამსი და იაპონელი ნაომი ოსაკა დაუპირისპირდნენ.
„WTA-ს მიაჩნია, რომ მამაკაცებსა და ქალებს შორის ემოციების გამოხატვის მიმართ ერთნაირი ტოლერანტობა უნდა გამოიჩინონ. ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ არც ერთი მოთამაშის მიმართ არ იყოს მიკერძოებული დამოკიდებულება. მიგვაჩნია, რომ შაბათის ფინალში ეს დამოკიდებულება მიკერძოებული იყო“, – მოჰყავს საიმონის სიტყვები ABC News-ს.
შეგახსენებთ, რომ მსაჯმა ფინალის დროს, სერენა უილიამსს გაფრთხილება სამჯერ მისცა, მათ შორის, არბიტრის შეურაცხყოფისთვის. უილიამსი ამის გამო ერთი გეიმით დაისაჯა. მატჩის შემდეგ, სერენამ რამოსი სექსიზმში დაადანაშაულა.
აშშ-ის ღია პირველობის ფინალში ნაომი ოსაკამ სერენა უილიამსი დაამარცხა (6:2, 6:4).