წლის საუკეთესო ფეხბურთელი 29 დეკემბერს დასახელდება
წლის საუკეთესო ფეხბურთელი 29 დეკემბერს დასახელდება

GFF AWARDS 2020 29 დეკემბერს გაიმართება, მაგრამ, შეცვლილ ფორმატში – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ყოველწლიური ტრადიციული დაჯილდოება, პანდემიისა და ქვეყანაში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, შეცვლილი ფორმატით, ონლაინ რეჟიმში შედგება. შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე, 28 დეკემბერს ანალოგიურად ეროვნული ლიგის დაჯილდოება გაიმართება.

„2020 წლის გამორჩეულ ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და მსაჯებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 29 დეკემბერს 11:00 საათიდან სოციალური ქსელების საშუალებით დაასახელებს“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.

 

GFF Awards 2020-ზე საუკეთესოები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:

2020 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი

2020 წლის სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი

2020 წლის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი

2020 წლის სეზონის საუკეთესო გოლი

2020 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი

2020 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე

2020 წლის სეზონის საქართველოს ქალთა საუკეთესო მწვრთნელი

2020 წლის სეზონის საუკეთესო მსაჯი

 

2020 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ეროვნული ლიგის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ეროვნული ლიგის 10-ვე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, სპორტული მედიის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა.

სპეციალური ჯილდო გადაეცემათ საფეხბურთო მოღვაწეებს ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ასევე მასობრივი ფეხბურთის აქტივობით გამორჩეულ ადამიანს.