წლის აცილება ბელგიაში - ფეხბურთელმა ერთი მეტრიდან ვერ გაიტანა (ვიდეო)
ბელგიის ჩემპიონატის მეხუთე ტურში „მეხელენმა“ საკუთარ მოედანზე 0:1 წააგო „ოსტენდესთან“.
67-ე წუთზე „მეხელენის“ 17 წლის ფეხბურთელმა ასტერ ვრანქსმა გაუშვა იდეალური შანსი გოლის გასატანად და ანგარიშის გასახსნელად. ის მარტო აღმოჩნდა ცარიელის კარის წინ, მაგრამ ერთი მეტრი მანძილიდან დარტყმის ნაცვლად, ბურთს ფეხი დააბიჯა, წაიქცა და მცველს საფრთხის ნეიტრალიზების საშუალება მისცა.
„ოსტენდემ“ გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა – 90-ე წუთზე თავი გამოიჩინა შოტლანდიელმა ჯეკ ჰენდრიმ.