წინასწარი მონაცემებით, ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში, ტრამვაიში სროლისას ერთი პირი დაიღუპა, გამოცხადებულია ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე
წინასწარი მონაცემებით, ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში, ტრამვაიში სროლისას ერთი პირი დაიღუპა, გამოცხადებულია ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე

ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში ტრამვაიში სროლის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ექვს ადამიანს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვს.

პოლიცია მომხდარში ტერორისტულ მოტივს არ გამორიცხავს.

ურტრეხტში ინციდენტი ადგილობრივი დროით 10:45 საათზე მოხდა. შეიარაღებულმა პირმა ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარე სადგურის მოედნის გაჩერებასთან, ტრამვაიში ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგანგებო სამსახურები, მათ შორის ანტიტერორისტული დანაყოფი. სამართალდამცველები მოსახლეობას მოუწოდებენ აღნიშნულ ადგილს თავი აარიდონ.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით მთავრობა საგანგებო სხდომას მართავს.

ტრამვაიზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ უტრეხტში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა